დააზიანეს ქვეყანა - ღუდუშაური ევროპარლამენტარებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
"ქართული ოცნება" ბოდიშს ითხოვს - ალუდა ღუდუშაურმა ევროპარლამენტარებს მიმართა და თქვა, რომ მათ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "დეზინფორმაცია" გავრცელეს.
"ქართული ოცნების" დეპუტატის მტკიცებით, ევროპარლამენტარებმა "კონკრეტული დასახელებები მოაყოლეს, რითი არის სააკაშვილი მოწამლული".
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო გეუბნება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ეგზისტენციალურ საფრთხესთან საქმე არ გქონია და მითუმეტეს, ისე შორს წავიდნენ და კონკრეტული დასახელებები მოაყოლეს, თურმე რითი არის სააკაშვილი მოწამლული. ამის ფონზე, როცა აზიანებ ქვეყანას, უნდა გამოხვიდე და ბოდიში მოიხადო, თუ შენ მართლა გულწრფელად გინდა იმ ქვეყანასთან და იმ ქვეყნის ხალხთან მეგობრობა და მართლაც გაინტერესებს მათი ინტერესი. ეს არის ცხადი და ფაქტი, ამას წყალი არ გაუვა. სხვა შემთხვევაში, შენ ხარ კრიმინალი სააკაშვილის მეგობარი", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.