პარტნიიორების კრიტიკა შეეხება იმ სიძულვილის კამპანიას, რომელსაც "ოცნება" კრემლის მითითებით ახორციელებს - საბა ბუაძე

17.07.23 13:09
პარტნიიორების კრიტიკა შეეხება იმ სიძულვილის კამპანიას, რომელსაც "ოცნება" კრემლის მითითებით ახორციელებს - საბა ბუაძე

"როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" და ღარიბაშვილს არ სიამოვნებს ის ლეგიტიმური კრიტიკა, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან მომდინარეობს", - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე მმართველი ძალის ლიდერების მხრიდან ევროპარლამენტარებზე თავდასხმას.

საქმე ეხება პრემიერისა და "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს, რომლებიც ევროპარლამენტარებს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ.

როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" და ღარიბაშვილს არ სიამოვნებს ის ლეგიტიმური კრიტიკა, რომელიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან მომდინარეობს და ეს კრიტიკა შეეხება იმ სიძულვილის წახალისებას და იმ კამპანიებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ პირდაპირ კრემლის მითითებით ახორციელებს და კრემლში დაწერილი სახელმძღვანელოდან გამომდინარეობს,“ - ამბობს საბა ბუაძე.

მსგავსი სიახლეები