ვინც გარედან პოლონელი ექიმის შეყვანას მხარს უჭერდა, უნდა გასცენ კითხვებს პასუხი - თეა წულუკიანი

17.07.23 13:29
ვინც გარედან პოლონელი ექიმის შეყვანას მხარს უჭერდა, უნდა გასცენ კითხვებს პასუხი - თეა წულუკიანი

"ვივამედში" მომხდარი ინცინდფენტი - "ქართული ოცნება" პოლონეთის საელჩოსგან ახსნა-განმარტებას ელოდება. თეა წულუკიანი ამბობს, რომ ვინც გარედან პოლონელი ექიმის შეყვანას ამდენი თვე მხარს უჭერდა, უნდა გასცენ კითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით.

"ველოდებით საქართველოში პოლონეთის საელჩოსგან ახსნა-განმარტებას და იმ პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომლებიც დღენიადაგ გვიკიჟინებდნენ, რომ სააკაშვილი სახელმწიფოს მიერ ზიანდება. აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა, რასაც ჩვენ თვეების მანძილზე ვამბობდით, რომ სააკაშვილს ჩვენი სახელმწიფო კი არა, თვითდაზიანებით არის დაკავებული"- აცხადებს წულუკიანი. 

მისი თქმით, უხარია, რომ "მიხეილ სააკასვილმა გადაწყვიტა, საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად იზრუნოს". წულუკიანი ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "ის სცენარი დაარღვია, რომელიც მას დაუწერეს და რომელიც საკვების არმიღებას გულისხმობდა". 

ახლა უკვე გვჭირდება უფრო სერიოზული მიდგომა, როცა საქმე ეხება პატიმარსა და მის ჯანმრთელობას. ეს ტენდენცია, რაც მან თავისით წამოიწყო და იმ სცენარიდან ამოვიდა, რომელიც სააკაშვილს დაუწერეს, რომ არ ჭამო და, იქნებ გამოგვაყენებინო შენი თავი პოლიტიკურ ინსტრუმენტად, მან ეს სცენარი თავადვე დაარღვია, რასაც მივესალმები. ახლა უკვე კითხვები ისმის პოლონელი ექიმის საქციელთან დაკავშირებით და ვინც გარედან ამ ტიპის შეყვანას უჭერდა ამდენი თვე მხარს, უნდა გასცენ კითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით," – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები