რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთს სანქციებიდან თავის არიდებაში დაეხმარონ - ნადირაძე

17.07.23 13:34
რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი მთავრობა ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთს სანქციებიდან თავის არიდებაში დაეხმარონ - ნადირაძე

ოთხზოლიანი მაგისტრალი ოკუპანტ ქვეყანასთან - ოპოზიცია თბილისი-ნატახტარის გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის განზრახვაზე საუბრობს. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" დარწმუნებულები არიან, რომ მაგისტრალის მიზანს რუსეთის დახმარება წარმოადგენს. ირაკლი ნადირაძის თქმით, საქართველოს მთავრობა ოკუპანტ ქვეყანას, რომელიც ახლა უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის, სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.

ფაქტია, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი მთავრობა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პუტინის ტერორისტულ სახელმწიფო რუსეთს ხელი შეუწყონ სანქციებისგან თავის არიდებაში. დამატებით, ჩვენი მოსახლეობის, ქართველების თანხები უნდა დახარჯონ, რომ დამატებით გზა გააფართოონ და მეტი ტვირთის გადაზიდვა შეძლოს რუსეთმა და ამას აკეთებენ დიდი ცინიზმით, ხსნიან  თურმე იმით, რომ წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რომ თურმე ტვირთბრუნვები რუსეთთან გაიზარდა,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

თბილისი - ნატახტარის გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი აშენდება. გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის ღირებულება 12 მილიონი ლარია. ახალი გზა დღე-ღამეში 40 ათას ავტომობილს გაატარებს. როგორც წესი, ასეთ მასშტაბურ პროექტებზე მთავრობა დონორი ორგანიზაციების ფინანსურ დახმარებას იყენებს, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არ მოხდა.

მსგავსი სიახლეები