პოლონელი ექიმი რაღაცეების გაყალბებას ცდილობდა - კახა კალაძე
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ირწმუნება, რომ პოლონელი ექიმი, რომელმაც სააკაშვილს ბიოლოგიური ნიმუშები აუღო, მათ გაყალბებას ცდილობდა. კახა კალაძის თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა უცხოელი მედიკოსის მიერ ნიმუშის ფარულად გატანის მცდელობაც.
მათ სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცეების გაყალბება. ალბათ ამისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული და შემდეგ ამაზეც ალბათ ააწყობდნენ გარკვეულ კამპანიას, - ამბობს კახა კალაძე.