გამოგყავს საქართველო ჰაბად, ორმაგი სტანდარტია - მაჭარაშვილი ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობაზე
ოთხზოლიანი მაგისტრალი რუსეთთან - საპარლამენტო უმრავლესობა გზის მშენებლობაში პრობლემას ვერ ხედავს. გურამ მაჭარაშვილი საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობას არიდებს და ოპონენტებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.
თუ ევროპას, რომელიმე სახელმწიფოს არ უნდა, რომ რომელიმე მოქალაქე იქ შევიდეს, ვიზა არ უნდა მისცეს. ის მერე ვერც ავტომობილით, ვერც თვითმფრინავით და ვერც მაგისტრალური გზებით იქ ვერ შევა. რაც შეეხება იმას, რომ თურქეთში პირდაპირი ფრენაა და იქიდან შეიძლება შევიდეს, ისრაელში პირდაპირი ფრენაა და იქიდან შეიძლება შევიდეს, აზერბაიჯანში, სასომხეთში პირდაპირი ფრენაა და იქიდან შეიძლება შევიდეს და შენ გამოგყავს საქართველო ჰაბად, ეს არის ორმაგი სტანდარტი,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
თბილისი-ნატახტარის გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი აშენდება. გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის ღირებულება 12 მილიონი ლარია. ახალი გზა დღე-ღამეში 40 ათას ავტომობილს გაატარებს. როგორც წესი, ასეთ მასშტაბურ პროექტებზე მთავრობა დონორი ორგანიზაციების ფინანსურ დახმარებას იყენებს, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არ მოხდა.