პოლონელი ექიმის ანტიჰუმანურმა და ანტიპროფესიულმა ქმედებამ პროვოკაციებს წერტილი დაუსვა - მაჭარაშვილი
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ ამჭარაშვილი პოლონელ ექიმს ანტიჰუმანურ და ანტიპროფესიულ ქმედებაში ადანაშაულებს. ივანიშვილის დაჯგუფების წევრის თქმით, უცხოელ ექიმტან დაკავშირებულმა ინციდენტმა სააკაშვილის და მისი მომხრეების მხრიდან პროვოკაციებს წერტილი დაუსვა.
მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ პოლონელი მედიკოსი სააკაშვილის ნიმუშის გაყალბებას ცდილობდა.
პოლონელმა ექიმმა ამ თავისი ანტიჰუმანური, ანტიპროფესიული, ანტიადამიანური, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით დიდი წერტილი დაუსვა ამ პროვოკაციებს და მანიპულაციებს. დარწმუნდნენ, რომ ამ ადამიანს იქიდან ვერ დაიხსნიდნენ, როგორც ჩანს, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა თქვა, რომ იმ ადამიანს იქიდან ახლა ჩვენ მთლიანად ვერ ვიხსნითო და მოდი, ნაწილ-ნაწილ გამოვიყვანოთო, 2 ჯერ 2 რამდენია? 4-ია. ე.ი. გაყალბებისთის უნდოდა, - ამბობს მაჭარაშვილი.