"სატრანზიტო ღერძის მშენებლობა რუსეთის ინტერესებში შედის" - პაატა ცაგარეიშვილი

17.07.23 14:01
"სატრანზიტო ღერძის მშენებლობა რუსეთის ინტერესებში შედის" - პაატა ცაგარეიშვილი

რა საფრთხეებს შეიცავს თბილისი-ნატახტარის გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა და ვის ინტერესში შედის - სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა ცაგარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ეს იდეა ოკუპანტი ქვეყნის ინტერესში შედის. 

ცაგარეიშვილის შეფასებით, რუსეთს ოთხზოლიანი მაგისტრალით მოძრაობა დაუბრკოლებლივ შეეძლება.

აქტუალურად დაისვა რუსეთისთვის გამჭოლი ღერძის - სატრანზიტო ღერძის მშენებლობა - დაწყებული ლარსიდან, დამთავრებული წითელი ხიდის, ან სადახლოს მიართულებით. ამიტომ ამ პროექტის განხორციელებით, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, რუსეთის ინტერესებში შედის, რადგანაც მას გამჭოლი, დაუბრკოლებლივი მოძრაობა გაეხსნება, დაწყებული რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს გავლით, სომხეთის ან აზერბაიჯანის მიმართულებით,“ - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

მსგავსი სიახლეები