კაცი, რომელმაც ღარიბაშვილის მამის ღობე დააზიანა ფსიქიატრიულში გადაიყვანეს
კაცი, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის მამის სახლის ღობე დააზიანა ხონის ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილს იძულებითი მკურნალობის კურსს ჩაუტარებენ. მამაკაცს კლინიკაში ორ წელიწადზე მეტის გატარება მოუწევს.
პირველებისთვის ცნობილი ხდება, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე დევნა შეწყდა. გოჩიტაშვილს პროკურატურა სხვისი ნივთის დაზიანებას და განადგურებას ედავებოდნენ. ახალგაზრდა კაცი ტარიელ ღარიბაშვილის სახლში მუშად მუშაობდა. მან ღარიბაშვილის მამას მშენებლობისათვის საჭირო მასალა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამიტომ გაბრაზებული სატვირთოთი დაეჯახა პრემიერის დედოფლისწყაროს რეზიდენციას.