"კინაღამ შეაკვდათ ხელში" - ალასანია სააკაშვილის მდგომარეობაზე

17.07.23 14:12
"კინაღამ შეაკვდათ ხელში" - ალასანია სააკაშვილის მდგომარეობაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ "დღის ამბებთან" მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასამიამ ისაუბრა.

გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბოლოს ორი დღის წინ გართულდა, როდესაც მას გადასხმა გაუკეთეს და ალერგიული ფონი განუვითარდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმე დღის წინ გადასხმა გაუკეთეს და ალერგიული შეტევა მისცა და კინაღამ შეაკვდათ ხელში. ამ პროცედურის შემდეგ ორი დღე ძალიან ცუდად გრძნობდა თავს,“ - ამბობს გიული ალასანია.

მსგავსი სიახლეები