ძალიან ბუნდოვანი და ძალიან გაუგებარი - გიული ალასანია პოლონელ ექიმებზე
„ეს ისტორია ჩემთვის არის ძალიან ბუნდოვანი და ძალიან გაუგებარი,“ - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე.
გიული ალასანიას თქმით, მომხდართან დაკავშირებით მას დეტალური ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს ბუნდოვანება გაირკვევა, რადგან ეს ექიმები საქართველოში არა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მოწვევით, არამედ ევროპის ქვეყნების გადაწყვეტილებით ჩამოვიდნენ.
ჩემთვის უცნაურია, შესაბამისად, საზოგადოებისთვისაც ალბათ უცნაურია. დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მე პოლონელ ექიმს არ შევხვედრივარ. მე მაქვს ხოლმე ურთიერთობა მკურნალ ექიმთან და არც მათთან არ დამისვამს შეკიტხვები, ვფიქრობ, რომ გაირკვევა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი ჩემი მოწვევით კი არ ჩამოვიდნენ, ევროპის 27 ქვეყნის გადაწყვეტილებით, მათ შეარჩიეს სამედიცინო გუნდი, ჩამოვიდნენ, იმუშავეს და წავიდნენ. რა შედეგი მიიღეს, რა შედეგს დადებენ, არ ვიცით, მოკლე დროში უნდა გაირკვეს წესით. ეს ისტორია ჩემთვის არის ძალიან ბუნდოვანი და ძალიან გაუგებარი,“ - ამბობს გიული ალასანია.