იმედი და სურვილი მაქვს, რომ ზურაბიშვილი ჩემს შვილს შეიწყალებს - გიული ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა იმედს გამოთქვამს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობას გაითვალისწინებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
გიული ალასანია "პირველებთან" ნიკა გვარამიას შესახებ გაკეთებულ განცხადებას იხსენებს და ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ, "გვარამიაზეც უარი იყო".
"ვერაფერს გეტყვით, შეწყალება მისი გადასაწყვეტია... თავიდან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებითაც იყო უარი. იმედი და სურვილი მაქვს, რომ შეიწყალოს"- აცხადებს ალასანია.