ექიმთა ჯგუფის შესვლა გააჭიანურეს იმ მიზნით, რომ მძიმე მეტალები ორგანიზმიდან გამოსულიყო - გიული ალასანია
რატომ გააჭიანურა საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილთან ევროკავშირის ექიმთა ჯგუფის შეშვება - საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიზანს სააკაშვილის მოწამვლის ფაქტის დაფარვა წარმოადგენდა.
ალასანიას მტკიცებით, ექიმთა ჯგუფის შესვლა შეაფერხეს მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილის ორგანიზმიდან მძიმე მეტალები გამოსულიყო.
რატომ გააჭიანურეს ასე ექიმების შემოსვლა, თითქმის 5 თვე გავიდა, სწორედ იმ მოლოდინით, რომ მძიმე მეტალები, რომელიც მის ორგანიზმში იყო, გამოსულიყო, ეს იყო მიზეზი ამ გაჭიანურების. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო მიზეზი. ვიცით, ვინ არის ამ სპექტაკლების ოსტატი, - ამბობს გიული ალასანია.