აუსტრევიჩუსი არის მართლაც, გარკვეული ბანდის ინტერესის მატარებელი - ქადაგიშვილის კონტრბრალდებები

17.07.23 14:52
აუსტრევიჩუსი არის მართლაც, გარკვეული ბანდის ინტერესის მატარებელი - ქადაგიშვილის კონტრბრალდებები

"აუსტრევიჩუსი არის მართლაც, გარკვეული ბანდის ინტერესის მატარებელი," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტარის საპასუხოდ გააკეთა.

ქადაგიშვილის კონტრბრალდებები ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის იმ განცხადებას მოჰყვა, როდესაც დეპუტატმა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა და პოლიტიკურ ბანდად მოიხსენია სამთავრობო გუნდის გზავნილები.

ეს ბატონი აუსტრევიჩუსი არის სულ მცირე უზრდელი, ამით დავამთავროთ ამ ადამიანზე საუბარი. მისი, ასე ვთქვათ, ზღვარგადასული და მწყობრიდან გამოსული ადამიანის კომენტარები, რითაც ის საუბრობს, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მას პოლიტიკასთან კი არ აქვს საერთო, ის არის მართლაც, გარკვეული ბანდის ინტერესის მატარებელი. აუსტრევიჩმა ახლა რომ გამოიღვიძა, კარგად უნდა იცდეს, რომ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში, საქართველოს აქვს არანაკლები როლი შეტანილი და შეიძლება უფრო მეტი, ვიდრე მის ქვეყანას,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი სიახლეები