უხეში და არაკორექტული განცხადება - ეკა სეფიაშვილი ევროპარლამენტარს პასუხობს
"ეს არის პოლიტიკური ბანდა და არა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე დაფუძნებული აზროვნება" - ევროპარლამენტარ ეტრას აუსტრევიჩუსის ეს განცხადება მასზე ორგანიზებული თავდასხმის საფუძველი გახდა.
დღეს ევროპარლამენტარს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკრიტიკებენ და იმ ლექსიკას უწუნებენ, რომლითაც მან სამთავრობო გუნდი მოიხსენია და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ევროპარლამენტარს საქართველოს ისტორიის გაცნობას ურჩევს.
პარლამენტარის ეს განცხადება, შეიძლება, შევაფასოთ ძალიან უხეშად და არაკორექტულად, ეს არის უხეში მითითება. ასეთი მკვეთრი და უხეში განცხადებები, ვფიქრობ, შეურაცხმყოფელია და ვურჩევდი, ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია მოიძიოს საქართველოს შესახებ,“ - განაცხადა ეკა სეფიაშვილმა.