"ორი ქვეყნის თანამშრომლობას აზიანებს" - "ოცნება" ვარშავას პასუხს სთხოვს
"ქართული ოცნება" პოლონეთთან მოსალოდნელ ურთიერთობის გაფუჭებაზე ალაპარაკდა. განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც პენიტენციურმა პოლონელ ექიმთან დაკავშირებული ვიდეოკდარები გაავრცელა.
დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი მმართველი პარტიის სხვა ლიდერების მსგავსად ამტკიცებს, რომ სააკაშილის ბიოლოგიური მასალა "მანიპულაციისთვის" სჭირდებოდათ.
ხელმოსაკიდი ვერაფერი ვერ ნახეს და უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, ის პოლიტიკა, რა პოლიტიკაზეც ახლა მე ვსაუბრობ, რომ სააკაშვილი მოწამლეს, აწამეს და სასიკვდილოდ გასწირეს და ამისთვის შესაძლოა, მანიპულაციურად გამოყენებულიყო ეს არარეგისტრირებული, ჩუმად გატანილი ბიოლოგიური მასალა. ერთსაც უნდა სათანადოდ ეთქვას ის, რომ აი, ასეთი ქმედებები აზიანებს ამ პროცესსაც და აზიანებს, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორისაც იმ თანამშრომლობას, რაც ჩვენ, ბუნებრივია, გაგვაჩნია, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.