ეს არის რუსეთის ინტერესებსა და მის წისქვილზე დამსხმელი განცხადება - გოცირიძე პრემიერის განცხადებაზე

17.07.23 15:07
ეს არის რუსეთის ინტერესებსა და მის წისქვილზე დამსხმელი განცხადება - გოცირიძე პრემიერის განცხადებაზე

საქართველოს მთავრობას და მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებს პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" წევრი, რომან გოცირიძე.

დეპუტატი პრემიერს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთების გამო აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის ნარატივი რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

რეალურად, ეს არის ზურგის ქცევა იმ კურსისადმი, რასაც საქართველოს ადგას წლების განმავლობაში. ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესებსა და მის წისქვილზე დამსხმელი განცხადება,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

პრემიერმა მორიგი ანტიდასავლური განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. ამ შემთხვევაში მან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დაკნინება სცადა. პრემიერ-მინისტრისთვის გაუგებარია, რა სასწაული მოხდა ნატოს სამიტზე და რატომ ამბობენ, რომ საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა - "კითხვა მაქვს, თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, ნატოს წევრობა რაღა საჭიროა".

მსგავსი სიახლეები