ფეხსაცმლით ნიმუშის გატანა კანონდარღვევას არ წარმოდგენს - ირაკლი ფავლენიშვილი

17.07.23 15:20
ფეხსაცმლით ნიმუშის გატანა კანონდარღვევას არ წარმოდგენს - ირაკლი ფავლენიშვილი

ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი პოლონელი ექიმის მიერ სააკაშვილის ნიმუშის ფეხსაცმლით გატანაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. ოპოზიციის წევრის თქმით, მომხდარს პოლიტიკური განზომილება არ გააჩნია, უბრალოდ მედიკოსმა ამ ფორმით ნიმუშის გატანა ყველაზე მისაღებ ფორმად მიიჩნია. 

ეს კონკრეტული ფაქტი კანონდარღვევას არ წარმოადგენს, ამიტომაც ვისთვის სმაოწონი იყო და ვისთვის არ იყო მოსაწონი, ეს უკვე სხვა შეფასების საკითხია და პოლიტიკური განზომილება არ გააჩნია. კანონდარღვევა არ ჩაუდენია ამ ადამიანს. მან ჩათვალა, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე მისაღები ფორმა ეს იყო. ფაქტზე ჩაციკვლა და ამ ფაქტზე მუდმივი პოლიტიკლური კომენტირების რეჟიმში ყოფნა არ მიმაჩნია სწორი. მე ველოდები სამედიცინო დასკვნას. სპეციალურად არ გაქვს ამ ადამიანებთან ინტენსიური კონტაქტი, იმიტომ, რომ არ ვაპირებთ, რომ მაგალითად, იურისტები, რომლებიც არიან ამ საქმესთან დაკავშირებული, მითუმეტეს ევროკავშირის სამედიცინო მისიის წარმომადგენელი, მათთან პოლიტიკურ, პარტიული დღის წესრიგის გადაჯაჭვას არ ვაპირებთ ნამდვილად, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

მსგავსი სიახლეები