პუტინისტი ბლოგერების შემოშვება - სამოქალაქო აქტივისტები საზღვრის შერჩევით კონტროლზე
შერჩევითი მიდგომა საზღვრებზე - სამოქალაქო აქტივისტებს საქართველოს მთავრობასთან კითხვები აქვთ. სამოქალაქო აქტივისტებს რუსი ბლოგერის შემოსვლის შემდეგ, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს, აინტერესებთ, რატომ უშვებს მათ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში.
აქტივისტები პარალელს ავლებენ რუსეთის იმ მოქალაქეებთან, რომლებიც პუტინის ხელისუფლების კრიტიკოსები არიან და მათ საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ.
ცალსახად ეს არის განაცხადი, იმიტომ, რომ ჩვენ სხვა ფაქტებიც გვახსოვს, როცა მსგავსი ფაქტი იყო, როდესაც შემოუშვეს ადამიანი, რომელსაც ეს კანონი ჰქონდა დარღვეული. გვახსოვს ის ფაქტიც, რომ ანტიპუტინისტი ჟურნალისტი, რომელიც ჩამოდიოდა ვარშავიდან, საზღვარზე გააჩერეს და ჩაკეტეს ერთ ოთახში, სადაც მზის შუქიც არ შედიოდა. როცა მოდის რუსი ბლოგერი, რომელიც ხოტბას ასხამს პუტინს და თან დარღვეული აქვს ჩვენი ქვეყნის საოკუპაციო კანონი, მას უშვებენ თავისუფლად და აძლევენ იმის უფლებას, რომ გააკეთოს ყველაფერი ის, რაც მოესურვება ამ ქვეყანაში, ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკა,“ - ამბობს შუშანა მაცაბერიძე.
ისეთი ადამიანების შემოშვება საქართველოში, რომლებიც არიან დაკავშირებული კრემლთან, ან რეჟიმის ერთგულები არიან, ან რაღაც ფორმით თანამშრომლობენ მასთან, ეს პრობლემა არ არის. ძალიან დიდი ეჭვია, რომ საქართველოს ხელისუფლება, ერთი, რომ სათანადოდ არ აკონტროლებს მიგრანტთა ნაკადს რუსეთიდან და, მეორე, აკონტროლებს სათავისოდ და საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესაბამისად,“ - ამბობს დაჩი იმედაძე.