ცუდია ქვეყნისთვის იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის რიგში ვდგავართ - ბალამწარიშვილი ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე

17.07.23 16:48
ცუდია ქვეყნისთვის იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის რიგში ვდგავართ - ბალამწარიშვილი ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე

„ცუდია ქვეყნისთვის იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის რიგში ვდგავართ,“ - ასე აფასებს ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბელგიის სამეფოში, ანა ბალამწარიშვილი ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებას.

ანა ბალამწარიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, ბელგიის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ბალამწარიშვილის თქმით, გარდა ოპონენტების დევნისა, ერთ-ერთი მიზეზი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღების შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობაც იყოს.

ბალამწარიშვილის შეფასებით, ბელგიის სამეფოს გადაწყვეტილების შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ იმ ქართველთა რაოდენობა გაიზრდება, ვინც ბელგიაში თავშესაფარს მოითხოვს.

ცუდია ქვეყნისთვის იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის რიგში როცა ვდგავართ, ამ შემთხვევაში, უარყოფითად აისახება და გადაწყვეტილება ერთი და ორი დღის მონაცემებზე დაყრდნობით არაა მიღებული, წლები აკვირდებოდნენ. პოლიტიკურ თავშესაფარს ღებულობს ადამიანი, რომლის სიცოცხლის ხელყოფა შესაძლებელია მის ადგილსამყოფელ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, იყო ჟურნალისტებზე თავდასხმა, თქვენი კოლეგის დაღუპვა, იყო 20 ივნისი, პოლიტიკურად განსხვავებული აზრის დევნა, უსამართლობა, სასამართლოს არარსებობა და პოლიტიკურ ოპონენტებზე პოლიტიკური დევნა - მოსმენა, მიყურადება, ამ ყველაფრის კომპლექსური განხილვის შედეგად დადგა შედეგი, რომ მისულიყვნენ გადაწყვეტილებამდე, რომ საქართველო გადაეყვანათ არაუსაფრთხო ქვეყნების სიაში,“ - ამბობს ბალამწარიშვილი.

მსგავსი სიახლეები