რატომ ამოიღო ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან?

17.07.23 17:02
რატომ ამოიღო ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან?

რატომ ამოიღო ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან? -  ირკვევა, რომ რეკორდულადაა გაზრდილი იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ბელგიას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს.  ევროპაში უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ითხოვენ საქართველოს ძალოვანი უწყებებიდან წასული სამართალდამცველებიც.

"პირველებმა" გაარკვია, რომ ბელგიაში მოქალაქეებს მიაქვთ მტკიცებულებები, დოკუმენტები, საიდანაც დგინდება რომ სამშობლოში ხელისუფლების რუსული პოლიტიკის გაპროტესტების გამო იდევნებიან.

ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბელგიის სამეფოში, ანა ბალამწარიშვილი "პირველებთან" პირდაპირ ამბობს, რომ ბელგიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად დევნილი მოქალაქეების გაზრდილი ნაკადია. 

შესრულდა 10 ამდაგვარი პოზიტიური გადაწყვეტილება გაცემული, პოლიტიკური სტატუსის შესახებ, დევნილის სტატუსის შესახებ. უკვე დადგა დღის წესრიგში თემა, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებულიყო. 

ეს განპირობებულია პირველ რიგში პოლიტიკური სიტუაციით საქართველოში. 60-70 ქართველი ჩაბარდება ხდება და აქედან სადღაც 20 ოჯახია. დიდი მინუსია იმ ქვეყნისთვის, რომელიც ელოდება კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში შესასვლელად" - ამბობს ანა ბალამწარიშვილი

მსგავსი სიახლეები