საქართველოში სავალუტო ფონდის $40-მილიონიანი პროგრამის მიმოხილვა შეჩერებულია

17.07.23 16:53
საქართველოში სავალუტო ფონდის $40-მილიონიანი პროგრამის მიმოხილვა შეჩერებულია

საქართველოში სავალუტო ფონდის $40-მილიონიანი პროგრამის მიმოხილვა შეჩერებულია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის მეორე მიმოხილვა გადაიდო, თუმცა, როდის განახლდება უცნობია. 

ვადასტურებთ, რომ პროგრამის მეორე მიმოხილვა გადაიდო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები’’, – განაცხადეს სავალუტო ფონდის საქართველოს მისიაში.

პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერების მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა.

მიმოხილვის გადადების შესახებ აღნიშნავს Fitch-იც, რომელიც უახლეს შეფასებაში წერს:

სავალუტო ფონდის ბორდის მიერ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა, როგორც ჩანს, გადაიდო, რაც ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება", - წერს Fitch.

 

IMF-ის მისიამ პროგრამის მეორე მიმოხილვა 2023 წლის 11 მაისს დაასრულა, რასთან დაკავშირებითაც სებ-ში ფონდის, ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის დროებითი მმართველის მიერ სპეციალური პრესკონფერენციაც გაიმართა. მიმოხილვის დასრულებისთვის აუცილებელია, რომ აღნიშნული დოკუმენტი IMF-ის ბორდმა დაამტკიცოს, რაც აღნიშნული მდგომარეობით გადადებულია. 13 ივნისს კი პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რასაც სებ-ის საბჭოს მიერ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავას არჩევა მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები