"ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ არ ჰყავთ არცერთი ადამიანი, რომელიც ევროკავშირში მათი მოკავშირეა, არათუ აუსტრევიჩიუსი - სამადაშვილი
"არათუ აუსტრევიჩიუსი, არამედ, ფაქტობრივად, ევროპარლამენტის 700-ზე მეტ წევრს შორის არ არსებობს ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოზიციას იცავს," - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
სამადაშვილი მმართველი გუნდის მიერ ევროპარლამენტარებზე განახლებულ იერიშს ეხმაურება და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკა ქვეყნის ინტერესს აზიანებს.
რეალურად, „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ დღეს მათ არ ჰყავთ არცერთი ადამიანი, რომელიც ევროკავშირში მათი მოკავშირეა, არათუ აუსტრევიჩიუსი, არამედ, ფაქტობრივად, ევროპარლამენტის 700-ზე მეტ წევრს შორის არ არსებობს ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოზიციას იცავს, მათ შორის ისინი გააგდეს "სოციალისტებმა" საკუთარი პარტიისგან, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არის უკიდურესად დაზიანებული „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.