საქართველო უსაფრთხო ქვეყების სიის მიღმა - რას ამბობენ "ოცნებაში"
ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო და საქართველოს მოქალაქეებისთვის დევნილის სტატუსი მინიჭების საქართველოს მოქალაქეებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას დაჩქარებული წესით განიხილავს - ფაქტს "ქართული ოცნების" წევრების შეფასებები უკვე მოჰყვა.
მმართველი პარტია ბელგიის ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდება:
არ ვიცი, ახლა ბელგიამ რატომ ამოიღო, სად ამოიღო, რანაირად და კიდევ იქ რა ქვეტექსტები და კონტექსტებია, მაგრამ ფაქტია, მთავარი რაც არის ახლა ამ საერთო შეფასებებში, რომ ფიჩმა საქართველოს მაღალი ისევ პოზიტიური რეიტინგი შეუნარჩუნა" - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
"ხალხის ძალას" ამჯერადაც ისერები მედიისკენ გადააქვს და ამტკიცებს, რომ სურათს, რომ "საქართველოში საგანგაშო ვითარებაა, ოპოზიციური მედიები ხატავენ":
"სხვადასხვა მიზეზებია არის ხოლმე და ხშირად სრულიად გაურკვეველი ხოლმე, ხშირ შემთხვევაში გადამეტებული სიფრთხილეც არის ხოლმე. ასე, რომ მე ასე ზეპირად სანამ მე თვითონ არ ვნახავ ინფორმაციას და არ მოვიძიებ გამიჭირდება პასუხის მოცემა. საქართველოში არ არის ისეთი საგანგაშო ვითარება, რომ რაიმე ასეთი ტიპის განცხადების მიზეზი გახდეს და ეს არის ის ნარატივი, რომელსაც ოპოზიციის მედიები ფართოდ ავრცელებენ, რას რეალობას არ შეესაბამება" - ეკა სეფაშვილი