შეურაცხმყოფელია, აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს - ლილუაშვილი "ოცნების" ანტიდასავლურ განცხადებებზე

17.07.23 17:16
შეურაცხმყოფელია, აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს - ლილუაშვილი "ოცნების" ანტიდასავლურ განცხადებებზე

"შეურაცხმყოფელია. ამით აზიანებენ არა ამ ადამიანების რეპუტაციას, არამედ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს," - ეს განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა.

დეპუტატი მმართველი გუნდის მხრიდან ანტი-NATO და ევროპარლამენტარების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამით სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ.

ამ ხალხმა, სჯობია, გაიაზროს, რა ღირებულებების, რა მასშტაბის ფასეულობებთან დაკავშირებით აკეთებენ ისინი ამ კომენტარებს. ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელია ხოლმე ხშირ შემთხვევაში. რაც შეეხება, ევროპარლამენტარების მიმართ კრიტიკას, ეს ახალი არ არის. ეს კარგად ნაცნობი სიუჟეტია "ქართული ოცნების" - ამით აზიანებენ არა ამ ადამიანების რეპუტაციას, ან ამ ადამიანების წვლილს თავიანთი ქვეყნის და ევროკავშირის განვითარებაში, არამედ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს აზიანებენ ამით,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

მსგავსი სიახლეები