ნებისმიერი საუბარი, რომ დღეს ან ხვალ შეიძლება NATO საჭირო არ გახდეს, არის ქვეყნის ინტერესების ღალატი - ნონიაშვილი
"ნებისმიერი საუბარი, რომ დღეს ან ხვალ შეიძლება NATO საჭირო არ გახდეს, არის ქვეყნის ინტერესების ღალატი," - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ნონიაშვილმა გააკეთა.
ნონიაშვილი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება საქართველოსთვის ოკუპანტი ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეებს დააზღვევს.
ნებისმიერი საუბარი, რომ დღეს ან ხვალ შეიძლება NATO საჭირო არ გახდეს, არის ქვეყნის ინტერესების ღალატი და ეს სამარცხვინო ივანიშვილის რეჟიმი სწორედ ამას აკეთებს - საკუთარ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს იმიტომ, რომ NATO-ში გაწევრიანება არა მარტო დღეს არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია, ხვალ იგივე საფრთხეების წინაშე არ დადგე და განგრძნობადად შენი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი იყოს დაცული, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს ეს ხელისუფლება და მარტო და პირისპირ გვტოვებს რუსეთთან,“ - ამბობს გიორგი ნონიაშვილი.