ხელისუფლება ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს - სალომე სამადაშვილი

17.07.23 17:20
ხელისუფლება ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს -  სალომე სამადაშვილი

"ეს ხელისუფლება ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს" - "ლელოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღებას "ქართული ოცნების" პოლიტიკით ხსნის. 

სამადაშვილის თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანაში კანონის უზენაესობას, საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას ვერ უზრუნველჰყოფს, შესაბამისად, ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება გაამარტივოს.  

ბელგიის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს.

ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელიც ითვლება უსაფრთხო ქვეყნებად ევროკავშირში. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ბელგიამ? -  იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას, ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას და შესაბამისად ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მათთვის შესაბამისი მიმართვის შედეგად მოხდეს გამარტივებული პროცედურით, როგორც მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც მათ საკუთარი ხელისუფლება ვერ იცავს"- ამბობს სალომე სამადაშვილი. 

"ლელოს" ლიდერი ბელგიის გადაწყვეტილებას "საგანგაშოს" უწოდებს და ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია. 

 

მსგავსი სიახლეები