საქართველოში ზღვა, ტბა და მდინარეები პრობლემური და სახიფათოა - კამპანია „იცურე მშვიდად“

17.07.23 17:33
საქართველოში ზღვა, ტბა და მდინარეები პრობლემური და სახიფათოა - კამპანია „იცურე მშვიდად“

საქართველოში ზღვა, ტბა და მდინარეები პრობლემური და სახიფათოა - კამპანია „იცურე მშვიდად“ წევრები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რის წინაშეც მოსახლეობა წლებია, დგას.

კამპანია "იცურე მშვიდად" წევრები თბილისის ზღვაზე იმყოფებოდნენ, სადაც ამ წუთებშიც სამაშველო ბრიგადები სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ და მაშველები 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეძებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მსგავს ადგილებში სათანადო ნიშნები დაყენდეს - გაკეთდეს აბრები, სადაც აღნიშნული იქნება, თუ რა ტერიტორიაზეა წყალში ჩასვლა სახიფათო.

ყველგან არის ანალოგიური ღონისძიებები გასატარებელი, რათა არ მოხდეს ზაფხულის სეზონზე ადამიანის გარდაცვალების ფაქტები. ყოველწლიურად ხდება ამ დადგენილების მიღების გადავადება, უკვე თითქმის 10 წელი გავიდა, რაც მთავრობამ ეს ვალდებულება არ შეასრულა და ეს არის ყველაზე სამწუხარო ფაქტი,“ - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. 

ზაფხულის სეზონი არის დიდი ტრაგედია და დიდი საშიშროება ბევრი მშობლისთვის იმიტომ, რომ ჩვენს სახელმწიფოს დარეგულირებული, მოწესრიგებული ცურვის საკითხები არ აქვს. ტბები, მდინარეები, თუნდაც თბილისის ზღვა აუცილებელია, რომ იყოს ისე მოწესრიგებული, იყოს სამაშველო სამსახური, ისეთი ნიშნები, ისეთი ჯებირები, ისეთი გამაფრთხილებელი ნიშნები იყოს, რომ ყველა ბავშვმა სიამოვნება მიიღოს ამ შესაძლებლობიდან,“ - ამბობს ანა დოლიძე.

მაშველები ორი დღის წიან გაუჩინარებულ 22 წლის ლუკა  ლაცაბიძეს ეძებენ.  ცნობილია, რომ სამარლადამცველებმა სანაპიროზე იპოვეს ტანსაცმელი და პირადი ნივთები. პოლიცია და მაშველები  ახალგაზრდის კვალზე ჯერ ვერ გადიან.

მსგავსი სიახლეები