ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია - სალომე სამადაშვილის საგანგებო ბრიფინგი
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია - "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
სალომე სამადაშვილი ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებას გამოეხმაურა და თქვა, რომ სერიოზული საფრთხე არსებობს იმისა, რომ ბელგიას თან მოჰყვეს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებაც და ევროკავშირის დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერება დადგეს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას და ევროპულ სივრცეს საბოლოოდ ჩამოშორდეს:
რატომ არის საგანგაშო ეს გადაწყვეტილება - მინდა ხაზგასმით ვთქვა, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება უვიზო მიმოსვლას ჩვენს ქვეყანას და ევროკავშირს შორის იმისთვის, რომ საქართველომ, შეინარჩუნოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, მრავალწლიანი შრომის შედეგად მიღებული შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ითვლებოდეს უსაფრთხო ქვეყნად ევროკავშირის ქვეყნებს შორის. როდესაც ბელგია იღებს მსგავს გადაწყვეტილება და ამ ამბობს, რომ საქართველო არ არის მისი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო ქვეყანა, საფრთხე არსებობს ძალიან სერიოზული, რომ ბელგიას თან მიჰყვეს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებაც მსგავსი და არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა დღის წესრიგში დააყენოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამუშავების საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში.
ჩვენი ქვეყნის რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას და ევროპულ სივრცეს საბოლოოდ ჩამოშორდეს მაშინ, როდესაც ტაშისკვრით მიეგება ეს ხელისუფლება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, რომ გააუქმოს ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარი პოლიტიკით ხელისუფლებამ საფრთხე შეუქმნა უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას ჩვენს ქვეყანას და ევროკავშირს შორის. ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა ეს არის, ამ ხელისუფლების შეცვლა, ქვეყნის სათავეში მოყვანა იმ პოლიტიკური ძალების, როგორც არის ჩემი პარტია ლელო, რომლის დღის წესრიგიც არის ქართული დღის წესრიგი, საქართველოს ინტერესები, რომ ჩვენმა ქვეყანამ არათუ არ დაკარგოს ის რაც უკვე მოიპოვა ევროკავშირთან ურთიერთობებში, არამედ რეალურად დადგეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე" - სალომე სამადაშვილი.