გამოძიების დაწყებაზე შესაბამისი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას - რატი ბრეგაძე პოლონელ ექიმზე
პოლონელი ექიმების ვიზიტი "ვივა-მედში" - დაიწყება თუ არა საქართველოში გამოძიება "ნიმუშის მალულად" გატანასთან დაკავშირებით - იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ვერ აზუსტებს, დაიწყება თუ არა გამოძიება.
მინისტრის თქმით, გამოძიების დაწყება მის კომპეტენციაში არ შედის.
გამოძიების დაწყებას რაც შეეხება, ამაზე შესაბამისი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ იქნება ამის საჭიროება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ასევე სამედიცინო სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო და გაუგებარი,“ - ამბობს რატი ბრეგაძე.
იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშების მალულად გატანა ფეხსაცმელის საშუალებით სცადა.