იცოდა თუ არა სააკაშვილმა ნიმუშების მალულად გატანის ამბავი - რას ამბობს მინისტრი?

17.07.23 18:17
იცოდა თუ არა სააკაშვილმა ნიმუშების მალულად გატანის ამბავი - რას ამბობს მინისტრი?

ხედავდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ფაქტს, როცა "ვივა-მედიდან" მისი ნიმუშების მალულად გატანა ხდებოდა? - "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრი, ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი არ სურს. 
დამაზუსტებელ კითხვაზე სააკაშვილი ხედავდა თუ არა რა ხდებოდა მის პალატაში, რატი ბრეგაძე აღნიშნავს: "მე რა დავინახე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს". 

" მე რომ მდომოდა ამაზე საუბარი, რომ ამ ეტაპზე საჯარო ყოფილიყო, ჩვენ ვაჩვენებდით კადრებს და ამის არავითარი პრობლემა არ არის. აქ იყო ნიმუშის აღების პროცესი. ხედავდა თუ არა მსჯავრდადებული სააკაშვილი კონკრეტულად ნიმუშის აღებას, რა თქმა უნდა, ხედავდა, მაგრამ გატანის მცდელობის ფაქტზე ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით"- აცხადებს რატი ბრეგაძე. 

მსგავსი სიახლეები