უკრაინა გააგრძელებს მარცვლეულის ექსპორტს მაშინაც კი, თუ რუსეთი შეთანხმებიდან გავა - ზელენსკი
უკრაინა გააგრძელებს მარცვლეულის ექსპორტს მაშინაც კი, თუ რუსეთი შეთანხმებიდან გავა, - უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება პრესსპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა გაახმოვანა.
ნიკიფოროვის თქმით, რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოსვლით მხოლოდ თურქეთთან და გაეროსთან დადებულ შეთანხმებებს არღვევს.
ზელენსკის თქმით, მან სთხოვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს და თურქეთისთვის მიმართვის მომზადება, რათა უკრაინის პრეზიდენტს უპასუხონ, რომ მზად არიან "განაგრძონ ინიციატივა".
რუსეთის გარეშეც ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შავი ზღვის დერეფანი გამოვიყენოთ. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ დაგვიკავშირდნენ კომპანიები, რომლებიც ფლობენ გემებს. მათ თქვეს, რომ მზად არიან, თუ უკრაინა პორტებიდან მარცვლეულის ტვირთს გაათავისუფლებს, თურქეთი მათ გავლის საშუალებას მისცემს, ყველა მზადაა განაგრძოს მარცვლეულის მიწოდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.