ქვეყანა უსაფრთხო ქვეყების სიის მიღმა - საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია

17.07.23 20:01
ქვეყანა უსაფრთხო ქვეყების სიის მიღმა - საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია, ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. საქართველოდან ბელგიას თავშესაფრის მაძიებელთა ისეთი რაოდენობა მიაწყდა, რომ სხვა არჩევანი აღარ დარჩა.   გაქცეული ხალხის ჩატანილი მტკიცებულებები  მათი დევნის შესახებ  ბელგიის სამეფოსთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა.  

პირველებს ემიგრანტთა ორგანიზაციებიდან უყვებიან, რომ ბელგიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსის მისაღებად ჩასულთა შორის არიან პოლიციელებიც. მათ თან აქვთ  საქართველოში დევნის მტკიცებულებები,  მათი მონაყოლის სინამდვილეში კი ბრიუსელს ზედაპირზე არსებული  ის ფაქტებიც არწმუნებს, რომელსაც ჩვენი ქვეყნიდან ყოველ დღეს დასავლური სამყარო ისმენს  და ხედავს. 

მსგავსი სიახლეები