"პოლიტიკური ბანდა!" - როგორ გამოიყურება ბრიუსელიდან "ოცნება"

17.07.23 20:05
"პოლიტიკური ბანდა!" - როგორ გამოიყურება ბრიუსელიდან "ოცნება"

"პოლიტიკური ბანდა!"- ასე გამოიყურება ბრიუსელიდან ქართული ოცნება. პრემიერს დღეს ევროპარლამენტარებმა, მეტი სწავლა და ნაკლები ოცნება ურჩიეს. ღარიბაშვილის თავდასხმებს მიჩვეული ევროდეპუტატები, ივანიშვილის ადგილმონაცვლის განცხადებამ გააოგნა, სადაც ღარიბაშვილმა ნატოს საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

წითელი ხაზები ევროპარლამენტსა და ოცნების მთავრობას შორის დღეს საბოლოოდ გადაიკვეთა, უზრდელები- იყო პასუხი თბილისიდან.   პრემიერის ღირსების დაცვის სამსახურში დღეს მხოლოდ ქართული ოცნება არ იდგა. საგანგებოდ ევროპარლამენტარებზე თავდასხმისთვის ასპარეზზე გამოვიდა  უმრავლესობის პრორუსული დანაყოფი- ხალხის ძალა.

მსგავსი სიახლეები