დაიწყება თუ არა გამოძიება პოლონელი ექიმის წინააღმდეგ? - რა მოხდა "ვივა-მედში"
სააკაშვილის ფრჩხილი და თმის ღერი ამ დრომდე მხოლოდ პოლიტიკური ბრალდებების საგანია. იუსტიციის მინისტრმა დღეს პირველების კითხვაზე პასუხისას დაადასტურა, რომ გამოძიება სააკაშვილის გენეტიკური ნიმუშების პალატიდან ჩუმად გამოტანაზე არ დაწყებულა. თუ დაირღვა კანონი, რატომ არ იწყება გამოძიება, თუ გვაქვს დანაშაული რატომ არ ხდება ბრალდებულის გამოვლენა, ეს ლეგიტიმური კითხვები დღის წესრიგში მას შემდეგ გაჩნდა რაც, ბოლო სამი დღეა მმართველი პარტია მხოლოდ სააკაშვილის ფრჩხილსა და თმის ღერზე ლაპარაკობს და ექიმებს მათ ქურდობაში სდებს ბრალს.
დუმს პოლონეთი, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩი დაიბარეს, იმის ასახსნელად თუ რად უნდოდა წინდაში ექიმს სააკაშვილის გენეტიკური მასალა.
ელჩი შეხვედრაზე არ მივიდა, პოლონელმა დიპლომატმა კი შეხვედრა დუმილით დატოვა.
სად არის კადრები სადაც, როგორც "ოცნება" ამტკიცებს, სააკაშვილის ფრჩხილის და თმის ღერის ქურდობა ჩანს? ნანუკა ქაჯაია არკვევდა რატომ არ საჯაროვდება ამ დრომდე სრული ვიდეომასალა და რატომ არ იწყება გამოძიება.