პუტინის მუქარა - "რუსეთი აუცილებლად უპასუხებს უკრაინის მიერ ორგანიზებულ ტერაქტს"
პუტინის მუქარა - რუსეთის დიქტატორი ამბობს, რომ რუსეთი აუცილებლად უპასუხებს უკრაინის მიერ ორგანიზებულ "ტერაქტს ყირიმის ხიდზე".
მან ყირიმის ხიდის აფეთქებას "სასტიკი დანაშაული" უწოდა.
სამხედრო თვალსაზრისით ეს უაზრო დანაშაულია, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყირიმის ხიდი დიდი ხანია, არ გამოიყენება სამხედრო გადაზიდვებისთვის. ეს არის სასტიკი დანაშაული, რადგან უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. დაშავდა ერთი ბავშვი, რომლის მშობლებიც დაიღუპნენ. რუსეთის მხრიდან პასუხი აუცილებლად იქნება. თავდაცვის სამინისტრო ამზადებს შესაბამის წინადადებებს". - თქვა პუტინმა.