"დასავლეთმა უგულებელყო ჩემი გაფრთხილებები პუტინის შესახებ" - სააკაშვილის წერილი The Times-ში

18.07.23 10:47
"დასავლეთმა უგულებელყო ჩემი გაფრთხილებები პუტინის შესახებ" - სააკაშვილის წერილი The Times-ში

გავლენიანი The Times საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილს აქვეყნებს - მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ " პუტინზე გაფრთხილებას დასავლეთმა უგულბებელჰყო". 

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პუტინი არ მალავდა მიწის მიტაცების გეგმებს, როცა ისინი მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ კრემლში 2004 წელს. "ყველაფერი, რასაც ის ახლა აკეთებს, მეტ-ნაკლებად ამიხსნა ჩვენს პირველ შეხვედრაზე"

პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის 2 ათეული წლის წინ გამოთქვა, მაგრამ დასავლეთმა უგულებელყო გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

The Times-ისთვის გაგზავნილ წერილში სააკაშვილი ამბობს, რომ კრემლში შეხვედრის შემდეგ, ბერლინში გაემგზავრა, პუტინთან დაკავშირებით თავისი შეშფოთების გამოსახატავად, თუმცა გერმანიის მაშინდელი კანცლერი გერჰარდ შროდერი "გულცივი" იყო.

"გასაკვირი არ იყო, რომ მან მაშინვე გამკიცხა პუტინთან"- აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.

"როცა დასავლეთი გავაფრთხილე პუტინის შესახებ, მე უგულებელყოფილი ვიყავი, როგორც არასტაბილური გამწარებული გიჟი" -დასძენს  სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც აფასებს და პირდაპირ ამბობს, რომ "საქართველოს მოსკოვისკენ მიბრუნება ორკესტრირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ, ოლიგარქის, რომელმაც პარტია ქართული ოცნება დააფუძნა".

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მან გაატარა ყოვლისმომცველი რეფორმები კორუფციის აღმოსაფხვრელად და ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირის გზაზე დააყენა.

მსგავსი სიახლეები