აგვისტოს ომის საკითხი ევროპარლამენტში - კონფერენციაზე სააკაშვილის პოზიციას მოისმენენ
ევროპალამენტი საქართველოს შესახებ კონფერენციას მასპინძლობს. დღეს საქართველო, ხვალ უკრინა, შემდეგ ევროპის უსაფრთხოება. ამ სახელწოდების შეხვედრა აგვისტოს ომის თემატიკას მიეძღვნება. ქართველი და ევროპელი პოლიტიკოსები დღეს ერთად იმსჯელებენ, რა შეცდომა დაუშვა დასავლეთმა, როცა საქართველში 2008 წელს რუსული ტანკები შემოვიდა და ქართული სოფლები დაიბომბა. კონფერენციაზე სიმბოლურად არის მიწვეული მიხეილ სააკაშილიც. მის წერილს შეხვედრაზე მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელი წაიკიტხავს და მის პოზიციას დააფიქსირებს.
შეხვედრას ესწრებიან იმ ქვეყნების პრეზიდენტებიც, ვინც 2008 წლის ყველაზეე ცხელ დღეებში თბილისის მთავარ გამზრიზე იდგნენ, მათ შორის ვიქტორ იუშენკო.
ასევე სიმბოლურად არის მიწვეული პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი.
შეხვედრაზე იქნება საუბარი რა მოვლენები იყო 2008 წელს, როგორ განვითარდა და როგორ გაუძლო საქართველომ პრეზიდენტ მიეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რა ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო ქვეყნის სუვერენიტეტი და რუსეთს ბოლომდე არ ჩაეყლაპა ჩვენი ქვეყანა. როგორ იმოქმედა მაშინ დასავლეთმა, რა დასკვნები იქნა გამოტანილი, რა შეძლო და ვერ შეძლო დასავლეთის სახელმწიფოებმა". - ამბობს გიორგი ბარამიძე.
კონფერენცია ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ორგანიზებით ტარდება და მას ქართველი პოლიტიოსებიც დაესწრებიან.