საქართველოს ხელისუფლება ფსონს რუსეთის გამარჯევბაზე დებს - ნიკა გვარამიას გამოსვლა კიევში
სააკაშვილის პერიოდიში ჩვენ სხვა ქვეყანა გავხდით, სამწუხაროდ ახლა ახლა წარსული დაბრუნდა - ამის შესახებ, "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ კიევში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც, სიტყვით გამოსვლისას, პატიმრობიდან გათავისუფლებულმა გვარამიამ თქვა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ფსონს რუსეთის გამარჯევბაზე დებს.
მე ვარ აფხაზეთიდან, პოსტ საბჭოთა ქვეყანა ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჩემნნაირი ადამიანი გახდებოდა მინისტრი, მე გავხდი მინისტრი, იმიტომ რომ ეს გახადა სააკაშვილმა შესაძლებელი. მან გახსნა კარი ყველასთვის ვინც ამას იმსახურებს. ეს იყო რუსეთის პირველი მარცხი საქართველოში. ჩვენ გავხდი სხვა ქვეყანა, სამწუხაროდ ახლა წარსული დაბრუნდა.
ახლა ისე როგორც არასდროს საქართველოა რის ახლოს რუსეთის პოლიტიკასთან. საქართველოს ხელისუფლება ფსონს რუსეთის გამარჯევბაზე დებს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ". - განაცხადა ნიკა გვარამიამ.