სააკაშვილის გადარჩენის გასაღები უკრაინაშია, თავისი სიტყვა თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც უნდა თქვან - გვარამია

18.07.23 12:48
სააკაშვილის გადარჩენის გასაღები უკრაინაშია, თავისი სიტყვა თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც უნდა თქვან - გვარამია

მიხეილ სააკშვილის გათავისუფლების საკითხში თავისი სიტყვა თურქეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც უნდა თქვან - ასეთია ნიკა გვარამიას გზავნილი კიევში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ფორუმიდან.

მთავარი არხის დამფუძნებელმა თქვა, რომ  საქართველოს მესამე პრეზიდენტის  გადარჩენის გასაღები უკრაინაშია.

მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაში. მე მინდა ამ ამბავს შევხედო სხვა კუთხით, მე მინდა, რომ ჩვენმა მეზობლებმა ჩვენი რეგიონიდან, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა თქვან თავისი სიტყვა სააკაშვილის გადარჩენის საკითხში. მე დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნებში დარდობენ მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაზე და მათ უნდა თქვან თავისი სიტყვა". - განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები