უკრაინის გამარჯვება არის გარდაუვალი, მიხეილ სააკაშვილი ამ გამარჯვების ნაწილია - ნაყოფია

18.07.23 12:59
უკრაინის გამარჯვება არის გარდაუვალი, მიხეილ სააკაშვილი ამ გამარჯვების ნაწილია - ნაყოფია

უკრაინის გამარჯვება არის გარდაუვალი, მიხეილ სააკაშვილი ამ გამარჯვების ნაწილია - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა კობა ნაყოფიამ კიევში, მიხეილ სააკაშვილსი მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნაყოფიას თქმით, ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ, საქართველო და სააკაშვილი იქნება თავისუფალი.

მე მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს, მე მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინას. მე დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვება არის გარდაუვალი, მიხეილი არის ამ გამარჯვების ნაწილი. სააკაშვილი ებრძვის პუტინის რეჟიმს, სააკაშვილი პუტინმა და ოლიგარქმა ივანიშივილმა აიყვანეს ტყვედ. ოკუპანტებისგან გათავისუფლების შემდეგ საქართველო იქნება თავისუფალი და მიხეილ სააკაშვილიც იქნება თავისუფალი" - განაცხადა ნაყოფიამ.

მსგავსი სიახლეები