სააკაშვილის სიკვდილის შემთვევაში 100%-ით დამნაშავე საქართველოს ხელისუფლება იქნება - არახამია

18.07.23 13:19
სააკაშვილის სიკვდილის შემთვევაში 100%-ით დამნაშავე საქართველოს ხელისუფლება იქნება - არახამია

სააკაშვილის სიკვდილში 100%-ით დამნაშავე საქართველოს ხელისუფლება იქნება  - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის ხმის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ კიევში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არახამიას თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ თუ ახლა სააკაშვილს გაათავისუფლებენ, მისით არჩენების წინ ლიდერს შექმნიან, თუმცა არახამია აღნიშნავს, რომ ახლა საუბარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე და ეს ჰუმანიტარული მისია.

საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს იქონიოს გავერლნა საზოგადეობაზე და საერთაშორსიო ასპარეზე, ჩანს რომ მას უნდა იყოს საერთაშოროსო პოლიტკის ნაწილი და ის ასეც ჩანს. მას აქვს სურვილი იყოს აღიარებული მოთამაშე დასავლეთში. მან შეიწყალა ნიკა გვარამია. ეს იყო ჩვენთვის უაღრესად კარგი ამბავი.

ახლა საჭიროა მეორე ეტაპი, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. საქართველოში აქვთ შიში, რომ სააკაშვილის იქნება მოთამაშე ქართულ პოლტიკაში და ჩაერთვება შემდეგ შემოდგომაზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში. ფიქრობენ, თუ სააკშვილს ახლა გაათავისუფლებენ, მისით შექმნიან ლიდერს არჩენების წინ, მაგრამ, ჩვენ არაერთხელ შევუთვალეთ არაფორმალური საუბრებში, რომ ახლა საუბარი არ მიდის პოლიტიკაზე.
 

ახლა მიდის საუბარი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე, ეს არის ჰუმანიტარული მისია. სააკაშვილი არის უკრაინის მოქალქე, ის კვდება ციხეში და მისი სიკვდილის შემთხვევაში დამნაშავე 100%-ით იქნება საქართველოს ხელისუფლება. ისინიც კარგად ხვდებიან ამას, ამიტომ დაუშვეს ევროპელი ექიმები სააკაშვილთან". - განაცხადა არახამიამ.

მსგავსი სიახლეები