"სტრატეგია აღმაშენებელი" იმავე ორბიტაზე ტრიალებს, რაზეც ენმ - მიხეილ სარჯველაძე

18.07.23 13:35
"სტრატეგია აღმაშენებელი" იმავე ორბიტაზე ტრიალებს, რაზეც ენმ - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნება" ოპოზიციურ ძალებს შორის ზღვარის წაშლას ცდილობს. მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ "სტრატეგია აღმაშენებლსა" და "ნაციონალურ მოძრაობას შორის განსხვავება არ არის და ორივე ერთ საქმეს ემსახურება.

ამასთან, მმართველი გუნდის ლიდერი ამკიცებს, რომ 'სტრატეგია აღმაშენებელი" ენმ-თან მიკედლებას მხოლოდ იმიტომ ცდილობს, რომ იცის, არცევნებში ბარიერს ევრ გადალახავს. 

„სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელსაც პრობლემა უდგას მომდევნო არჩევნებში ნებისმიერი ბარიერის გადალახვაზე. ასეთ დროს, მათთვის პოლიტიკური ამოცანაა, რომ მიეკედლონ რომელიმე შედარებით მსხვილ პოლიტიკურ პარტიას იმისთვის, რომ მოიპოვონ აქტივები პარლამენტში, თორემ მოგვიანებით ისევ დაიშლებიან და ა.შ. ადამიანს პრეტენზია აქვს პრემიერ-მინისტრობაზე, ბატონ ვაშაძეს ვგულისხმობ, ადამიანი ვერ იტყვის, რომ ვერთიანდები იმიტომ, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა მაქვს. ამიტომ უწევს მოგონება ისეთი არგუმენტაციის, რომლის ნამდვილობის თვითონაც შეიძლება არ სჯერა. როდესაც, რეალურად, იგივე საქმეს ეხიდები, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, რასაკვირველია, ფორმალურად დამოუკიდებელი პარტია რომც გერქვას, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ ორბიტაზე ტრიალებ და არავითარი განსხვავება აქ არ არის, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

მსგავსი სიახლეები