ეჭვი მაქვს, სისტემას არც პოლონელი ექიმები ენდობიან - ცისკარიშვილი "ვივა-მედის" ინციდენტზე
"ქოცური პროპაგანდა"- ასე ეხმიანება პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი "ვივა-მედში" მომხდარ ფაქტს.
ცისკარიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ პოლონელი ექიმების ინცინდენტს "ქართული ოცნება" პროპაგანდისთვის იყენებს. ენმ-ს წევრი ეჭვობს, რომ შესაძლოა ხელისუფლებას არც ეს კონკრეტული მედიკოსებიც ენდობოდნენ:
რაც შეეხება პოლონელი ექიმების საკითხს, ეს არის მათი თემა, მათი საკითხი. პოლონელმა სპეციალისტებმა თავისი საქმე იცოდნენ რას აკეთებდნენ და ქოცურ პროპაგანდას ნუ ავყვებით. მათ ჭიქაში ქარიშხლის ატეხა გადაწყვიტეს - სწორ ადგილზე, არარსებული სკანდალის შექმნა. აქედან გამომდინარე, მოდით, ამაზე მსჯელობა გადავდოთ და არ გავაგრძელოთ.
თუ ამ ადამიანებს ჰქონდათ ბიო ნიმუშების გამოტანის შესაძლებლობა, რა ფორმით, როგორ გამოიტანდნენ, როგორმე თვითონ, ექიმებმა, სპეციალისტებმა რომლებიც ჩამობრძანდნენ მათ იციან რა უნდა გააკეთონ.
ქოცური პროპაგანდა, რატომ ჰქონდა კონკრეტულ ადგილას და რატომ არ ჩააბარა "ოცნებას" იმ სისტემას, რომელსაც არავინ ენდობა, ეჭვი მაქვს, არც პოლონელი ექიმები, ეს არის სკანდალისთვის და პროპაგანდისთვის შექმნილი თემა.
14 ივლისს სპეციალურმა პენტიენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პოლონელ ექიმს სააკაშვილისგან აღებული ქაღალდში გადახვეული ნიმუში ფარულად, ფეხსაცმლის საშუალებით გაჰქონდა.