ოპოზიციის შესაძლო გაერთიანება - ვინ რა არგუმენტით გეგმავს წინასაარჩევნო კამპანიას?

18.07.23 13:47
ოპოზიციის შესაძლო გაერთიანება - ვინ რა არგუმენტით გეგმავს წინასაარჩევნო კამპანიას?

ვინ როგორ და რა არგუმენტით გეგმავს წინასაარჩევნო კამპანიას? - პარტია "ლელო" ენმ-სა და მმართველი პარტიის გარდა ყველასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. ამასთან, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ არც გიორგი გახარიას პარტიაა მათთვის მისაღები, რადგან მისი თქმით, ექსპრემიერმა არაერთი რუსული დავალება შეასრულა. 

ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“. გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნებისა“, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც იზიარებს ჩვენს ხედვებს რაც შეეხება ამ ქვეყნის მომავალს, მათ შორის, საგარეო პოლიტიკურ არჩევანს. რაც შეეხება გახარიას, გახარიამ საკუთარი საქმიანობის დროს არაერთხელ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც დააზიანა ამ ქვეყნის ევროალანტიკური მომავალი. მათ შორის, გახარია უშუალოდ მონაწილეობდა, მაგალითად, საუკუნის პროექტის შეჩერებაში, რომელიც სრულიად სხვა დატვირთვას მისცემდა დღეს ჩვენს ქვეყანას და ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, ამიტომ გახარიასთან დაკავშირებით, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რუსული დავალების შესრულებაში, ცხადია, რომ ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს, - ამბობს სალომე სამადაშვილი.

 

არავისთან კოალიცია არ სურს არც პარტია "საქართველოსთვის". 

ჩვენ არავისთან გაერთიანებას არ ვაპირებთ, განსაკუთრებით ჩვენთვის წითელი ხაზია ენმს და „ოცნება“. ზოგიერთი პარტია გაერთიანებას ცდილობს, ყოველ შემთხვევაში, ამაზეა საუბარი იმ მიზნით, რომ სხვანაირად ისინი ვერ ლახავენ ამ ბარიერს. ახლა, ჩვენს გუნდს ეს პრობლემა არ უდგას. როესაც ვამბობ, რომ ნაცებთან და ქოცებთან ჩენ კოალიცია არ გვექნება, ეს იგულისხმება არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ, სულ იგულისხმება. გაგიკვირდებათ, რომ ნაცებმა და ქოცებმა კოალიცია შექმნან?, - ამბობა ანა ბუჩუკური. 

მსგავსი სიახლეები