პრემიერობის კანდიდატი, სია, ჯერ არ განიხილება, არ არის იმის დრო, ადამიანებმა თანამდებობების განაწილება დაიწყონ - ბოტკოველი
პრემიერობის კანდიდატი, სია და ასეთი რაღაცები ჯერ არ განიხილება, არ არის ჯერ იმის დრო, რომ ადამიანებმა თანამდებობების განაწილება დაიწყონ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხს, ბოტკოველი ამბობს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.
“ნაციონალური მოძრაობა”, რა თქმა უნდა, ითანამშრომლებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ფიქრობს, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ევროპული მომავალი და განვითარება. ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. გაერთიანებებზე საუბარი ჯერ ზედმეტია. აბსოლუტურად ყველაფერზე ვიმსჯელებთ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო საქმიანობას უკავშირდება. აბსოლუტურად ყველა პროევროპულ პოლიტიკურ ძალასთან სათანამშრომლოდ ვართ მზად. ეს თანამშრომლობა არ შეიძლება მხოლოდ გაერთიანებით იყოს განსაზღვრული. ყველამ ვიცით, რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი გამოწვევა ყველა პროევროპული ძალისთვის. ამ თემებზე ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. პრემიერობის კანდიდატი, სია და ასეთი რაღაცები ჯერ არ განიხილება. არ არის ჯერ იმის დრო, რომ ადამიანებმა თანამდებობების განაწილება დაიწყონ”,- განაცხადა ბოტკოველმა.