კოალიცია საჭიროა, რომ ხალხს რეალური ცვლილებები მოვუტანოთ - პაატა მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებელი" "ქართული ოცნების" ბრალდებებს პასუხობს. საქმე ეხება მიხეილ სარჯველაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" ენმ-თან გაერთიანებას არჩევნებში ბარიერის გადალახვის მიზნით გეგმავს.
პაატა მანჯგალაძის განმარტებით, კოალიცია არა თანამდებობებისთვის, არამედ იმისთვის არის საჭირო, რომ ხალხმა რეალური ცვლილებები ნახოს.
ბარიერში კი არ არის საქმე, საერთოდ ბარიერი რომ არ არსებობდეს, მაინც გასაკეთებელია ერთიანობა. რატომ? იმიტომ, რომ დამაჯერებლობა რომ შექმნა კამპანიაში, როცა 5%-იანი ან 3%იანი პარტია საუბრობს, რომ აი, მე მოვალ და მე შევცვლი, დამაჯერებლობა არის ნაკლები, მაგრამ დიდი კოალიციას აკეთებ, მაშინ დაპირების დამაჯერებლობა იზრდება ბევრად. არა იმისთვის, რომ ვიღაცა რაღაცა თანამდებობაზე იყოს, არამედ იმისთვის, რომ ხალხს მოვუტანოთ რეალური ცვლილებები, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.