ვვარაუდობ, რომ ადგილი აქვს ზეწოლას და პოლიტიკურ მოტივაციას - სარჯველაძე ივანიშვილის აქტივებზე
ივანიშვილის დავა შვეიცარულ ბანკთან - "ქართული ოცნება" იწმუნება, რომ ოლიგარქს კუთვნილ თანხას პოლიტიკური მოტივაციით არ უბრუნებენ. მიხეილ სარჯველაძის მტკიცებით, გამორიცხული არ არის, საკითხი დასავლეთის მხრიდან საქართველოში აქტიური საომარი პლიტიკის სურვილს უკავშირდებოდეს.
არ მგონია, რომ ვინმეს რამე ღირებული არგუმენტი დაესახელებინა, რატომ შეიძლება ჩერდებოდეს ეს თანხა. მხოლოდ დროის გაჭიმვის მიზანი ამოძრავებდა. ასეთ ფონზე უნდა იავარაუდო, რა თქმა უნდა, რომ შეიძლება ადგილი ჰქონეს პოლიტიკური მოტივაციით, რაღაცა ზეწოლის მოტივაციით. ვერ გეტყვით, ეს დაბრუნებას გულისხმობს... ვიღაცისთის ეს შეიძლება იყო მოტივატორი, რომ საქართველოში, მაგალითად აქტიური საომარი პოლიტიკა დაიწყო. ბევრი რამ შეიძლება იყოს მოაზრებული და შესაბამისად, არცერთი მათგანის გამრიცხვა, სამწუხაროდ, არ შეიძლება, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
ბიძინა ივანიშვილი "კრედიტ სუისთან" სანართლებრივ დავას აგრძელებს. ივანიშვილის იურისტებმა დღეს ახალი წერილი გამოაქვეყნესსს და ოლიგარქის სახელით, ფაქტრობივად, Julius Baer-ს უპირისპირდებიან. ეს ის ბანკია, რომელმაც Credit Suisse-სგან გადასატან აქტივებზე უნდა გასცეს წვდომა, თუმცა ბანკი ამ პროცესს აჭიანურებს.
ივანიშვილის იურისტები იტყობინებიან, რომ სინგაპურის მეორე ინსტანციის სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტიელბა სრულად ძალაში დატოვა, თუმცა ამ დრომდე 607 მილიონი დოლარის აქტივებს ივანიშვილის ოჯახს არ აძლევენ.