სისულელეა, თითქოს ივანიშვილს 700 მლნ-ის სანაცვლოდ ომის დაწყებას სთხოვდნენ - პაატა მანჯგალაძე

18.07.23 14:21
სისულელეა, თითქოს ივანიშვილს 700 მლნ-ის სანაცვლოდ ომის დაწყებას სთხოვდნენ - პაატა მანჯგალაძე

"ქართული ოცნების" პროპაგანდას, თითქოს ივანიშვილს აქტივების დაბრუნების სანაცვლოდ რუსეთთან ომის დაწეყბას სთხოვდნენ, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე სისულელეს უწოდებს. ოპოზიციის წევრისთვის გაუგებარია, როგორ და რა გზით შეიძლება ოლიგარქმა ომი დაიწყოს.

ეს არის პროპაგანდა „ქართული ოცნების“ , რომ თითქოს, როცა გლობალური ომის ძალები შეთქმულები არიან ივანიშვილის წინააღმდეგ და 700 მლნ-ის ან თუნდაც, რავიცი, 1 მლრდ-ის სანაცვლოდ სთხოვენ ომის დაწყებას. სისულელეა საერთოდ, ვის მოუვიდა აზრად? იისნი მაინც აგრძლებენ დასავლეთის დემონიზებას. როგორ უნდა დაიწყოს ბიძინა ივანიშვილმა ომი?მარტივი საკითხია, ხომ? რა, სამხედრო ფორმას ჩაიცვამს, დიქტატურას გამოაცხადებს სამხედროს და დაძრავს ძალებს ცხინვალისკენ თუ რანაიარად იწყება ომი?, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.  

ბიძინა ივანიშვილი "კრედიტ სუისთან" სანართლებრივ დავას აგრძელებს. ივანიშვილის იურისტებმა დღეს ახალი წერილი  გამოაქვეყნესსს და ოლიგარქის სახელით, ფაქტრობივად, Julius Baer-ს უპირისპირდებიან. ეს ის ბანკია, რომელმაც Credit Suisse-სგან გადასატან აქტივებზე უნდა გასცეს  წვდომა, თუმცა ბანკი ამ პროცესს აჭიანურებს.

ივანიშვილის იურისტები იტყობინებიან, რომ სინგაპურის მეორე ინსტანციის სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტიელბა სრულად ძალაში დატოვა, თუმცა ამ დრომდე 607 მილიონი დოლარის აქტივებს ივანიშვილის ოჯახს არ აძლევენ.

მსგავსი სიახლეები