ჩემმა შვილმა 2008 წელს პუტინს საქართველო არ დაუთმო, ამიტომ ისჯება - გიული ალასანია

18.07.23 14:24
ჩემმა შვილმა 2008 წელს პუტინს საქართველო არ დაუთმო, ამიტომ ისჯება - გიული ალასანია

ჩემმა შვილმა 2008 წელს პუტინს საქართველო არ დაუთმო, ამიტომ ისჯება - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ  კიევში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პრეზიენტ ზელენსკის და დავით არახამიას, სააკაშვილის მხარდაჭერისთვის.

ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილი თავის ჯანმრთელობაზე მეტად, უკრაინაზე დარდობს და არაერთხელ უთქვამს მას, რომ უკრაინის გამარჯვება მისი ხსნაა.

მინდა პრეზიდენტ ზელენსკის მადლობა გადავუხადო ჩემი შვილის მხარდაჭერისთვის. მადლობა დავით არახამიას, ის ჩემ შვილთან ერთად სწავლობდა იმ დროს, როცა ის უკრაინაში ატარებდა წლებს. რატომ ზის ის ციხეში? ესაა კითხვა. საქმე იმაშია, რომ მან 2008 წელს პუტინს საქართველო არ დაუთმო, ამიტონ ის ისჯება.  მან მიიღო პუტინის მუქარა ომის დასრულების შემდეგ, რომ თავისას მიიღებდა და კვერცხებით დაკიდებდა. მიშას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა უკრაინაში და მხოფლიოში. ევროპარლამენტში, ლიტვაში არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის მოლდოვასა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა გააკეთეს მისი მხარდამჭერი განცხადებები, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ შედეგი არ არის. მადლობელი ვარ უკრაინის, მიშა ძალიან დარდობს , რომ ამ მძიმე დღეებში ის უკრაინაში არ არის. თავის ჯანმრთელობაზე მეტად, უკრაინაზე დარდობს . მას არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ უკრაინის გამარჯვება მისი ხსნაა". - თქვა ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები